„ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადება

„ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ოთხ ოქტომბერს თბილისში საარჩევნო უბნების ონლაინ მონიტორინგს განახორციელებენ. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული შეცდომების გაანალიზების შედეგად მიიღეს. კუპრაძის განმარტებით, ონლაინ დაკვირვების შედეგად, ყველა დარღვევის შესახებ ექნებათ ვიდეო მტკიცებულება, რაც არჩევნების გაყალბების საფრთხეს შეამცირებს.