კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ნაძალადევის რაიონში სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართეს ბრიფინგი.
ქეთი თურაზაშვილმა და ნიკა შერქეზიშვილმა, სკოლებში არსებული გარემო გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ რეაბილიტაციის გამო, სკოლის მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღება არ შეუძლიათ. ამასთან ერთად, როგორც თურაზაშვილი აცხადებს, რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს მის შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია. კოალიციის ლიდერები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.