„ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადება
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე საუბრობენ. ისინი „გურამიშვილის მეტროსთან“ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნული მეტროსადგური ამის ერთ-ერთი დასტურია. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 2017 წლიდან არაერთი დაპირებისა და რეაბილიტაციის მცდელობის მიუხედავად, მეტროსადგური კატასტროფულ მდგომარეობაშია და იქ გადაადგილება მოქალაქეებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.