„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გამოხმაურება

12:09, 18.11.2025

„იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, „ლელო-ძლიერი საქართველო“ გამოეხმაურა. კოალიციაში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძე, რეალურად „არაბიზაციის“ ბუნდოვან პროექტს, ანაკლიის პროექტს ადარებს, რაც მათი შეფასებით, კომიკურია. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კერძო დეველოპერთან გაფორმებული პროექტი, სერიოზულ კითხვებს და რისკებს აჩენს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით, ეკონომიკის, დემოგრაფიისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მსგავსი