„ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელის განხილვა

„ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საქმე ეხება 2020 წლის ზაფხულში, „კოვიდ-19“-ის მიზეზით ტრანსპორტის აკრძალვას. მისი განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებდა და მხოლოდ მოქალაქეებს შეუქმნა დისკომფორტი. შეგახსენებთ, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ საქალაქო სასამართლოს სარჩელით ექვსი თვის წინ მიმართა.