„ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო კამპანია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი, თემქის დასახლებაში მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა, საარჩევნო პროგრამა გააცნო და  სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.