„ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო კამპანია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა თელავში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა და ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ვარდოშვილი წარადგინა.

ნათელაშვილმა მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო პროგრამაც გააცნო და იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა, რომელზეც „ლეიბორისტები“ გამარჯვების შემთხვევაში იზრუნებენ. „ლეიბორისტების“ ლიდერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მათი რვა წლიანი მმართველობა გააკრიტიკა. საკუთარ მხარდამჭერებს კი არსებული რეჟიმის შესაცვლელად არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.