„ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანია

„ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს ესტუმრა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს კერძო თავშესაფრების დაფინანსებასა და ინფრასტრუქტურაზე. მისივე თქმით, აუცილებელია მუნიციპალური ვეტკლინიკების არსებობა, სადაც ძაღლების მკურნალობას შეძლებენ.