„ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატის ინიციატივა

ლაშა ჩხარტიშვილი დიღმის საველე ჰოსპიტალში მოხალისედ მუშაობის სურვილით გამოდის. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა მოუწოდა არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს, შეუერთდნენ მის ინიციატივას. ის მიმართავს ხელისუფლებას, მოხალისეობის მსურველების დროული გადამზადება დაიწყოს.