„ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატის განცხადება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა „ლეიბორისტული პარტიიდან“, ლაშა ჩხარტიშვილმა პროგრამა “ბედნიერი ბავშვობის” ნაწილი წარადგინა. როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, მისი გამარჯვების შემთხვევაში მერია ბავშვებისთვის ზოოპარკების, თეატრების, მუზეუმების და ასევე ატრაქციონების ბილეთებს დააფინანსებს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, თანხების მობილიზება მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნებისათვის განსაზღვრული პრემიებიდან და დანამატებიდან მოხდება.