„ლეიბორისტული პარტიის“ განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ბაქოში, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველომ სწავლებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებში მონაწილეობა, ქვეყნის ისტორიის შეურაცხყოფა იქნება.

ერთობლივი სამხედრო სწავლება, 2 სექტემბერს ბაქოში იწყება და 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.