„ლეიბორისტული პარტიის“ განცხადება

“ლეიბორისტული პარტიის” ინფორმაციით,  მთავრობა  ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვას გეგმავს.   პარტიაში აცხადებენ, რომ 1-ლი სექტემბრიდან, საბაჟოზე ხორბლით დატვირთულ სატვირთო მანქანებს არ გამოატარებენ და ამის შესახებ საბაჟო პუნქტებზე მძღოლებს უკვე აფრთხილებენ.  შემოსავლების სამსახურში კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მძღოლები საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მსგავსი სახის  გაფრთხილებებს არ იღებენ.