„ლეიბორისტული პარტიის“ აქცია

თბილისში, „ვაგზლის მოედანთან“, „ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას გულისხმობს.

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ავტომობილები ლიზინგით აქვთ გამოყვანილი, ხოლო მფლობელები მანქანების გადაღებვის უფლებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაემართებიან.