„ლეიბორისტული პარტიის“ აქცია სემეკ-თან

გაზის ტარიფის ზრდა გააპროტესტეს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა. ისინი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ და პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა სემეკ-ის შენობაზე სიმბოლურად გაზის ქვითრები გააკრეს. „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილება 27 მაისს მიიღეს და ის დღეს ამოქმედდა.

მოამბე