„ლეიბორისტული პარტიის“ აქცია

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, მაღაზიებს, კაფე-რესტორნებსა და ასევე აფთიაქებს საკვებისა და მედიკამენტების გადაყრა აეკრძალებათ.  ამ მოთხოვნით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.

ჩხარტიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, კომპანიები არ უნდა ყრიდნენ საკვებ პროდუქტებს, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს.