„ლეიბორისტების“ შეხვედრა მძღოლებთან 

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ტაქსის მძღოლებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

მძღოლები იმ რეგულაციების გაუქმებას ან გადავადებას ითხოვენ, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შედის ძალაში და მათთვის სავალდებულო დაზღვევას, მანქანების თეთრ ფერზე გადაღებვას და სარეკლამო სტიკერების მიმაგრებას ისახავს მიზნად. მათი განცხადებით, ეს ცვლილებები დაუშვებელია და საგრძნობლად დააზიანებს მათ საქმიანობას.

„ლეიბორისტული პარტია“ ტაქსის მძღოლებთან ერთად მათი უფლებების დაცვის კომიტეტს აფუძნებს და ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს.

ტაქსის მძღოლებს თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა და განმარტა, რომ ეს რეგულაციები არ შეუქმნის პრობლემას მათ საქმიანობას.