ლეიბორისტების სარჩელი

საქალაქო სასამართლო შალვა ნათელაშვილის სარჩელს განიხილავს.

პირველი მოსამზადებელი სხდომა უკვე დასრულდა. საკუთარ სარჩელში შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ „ენერგოპროს“ მიერ რეგიონებში ტარიფები არასწორად არის განსაზღვრული, რამაც ნათელაშვილის იურისტის თქმით, მომხმარებლებისთვის მაღალი გადასახადის დაწესება გამოიწვია. სამართლებრივ დავაში მოპასუხე მხარე „ენერგოპროს“ გარდა, ასევე სემეკია.

დღევანდელ სხდომაზე ლეიბორისტული პარტიის იურისტს რამდენიმე შუამდგომლობა აქვს. მათ შორის, ექსპერტიზის დანიშვნა.