„ლეიბორისტების“ სარჩელი

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ კომუნალური სახდელების ცვლილებაზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ. საუბარია ახალი წლის პერიოდში მოსახლეობის ნაწილისთვის ორჯერ გაგზავნილ საგადასახადო ქვითრებზე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნალურ კომპანიებში განმარტება გუშინ გაკეთდა, სადაც აღნიშნეს, რომ 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. ანუ აბონენტები კომუნალური მომსახურების ქვითარს უკვე ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებენ. ახალ სისტემაზე გადასვლა კი კომპანიებს ავალდებულებს, დახურონ თვე, რის გამოც ქვითრები ორჯერ გაიგზავნა.