ლეიბორისტების სარჩელი

ლეიბორისტული პარტია საქალქო სასამართლოსგან აუდიტის სამსახურის ბრძანების გაბათილებას ითხოვს და მას სასამართლოში უჩივის.

პარტიის იურისტის, მარინე ცუცქირიძის განცხადებით, 2016 წელს აუდიტის სამსახურმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო სუბიექტებმა სარეკლამო კამპანიისთვის თანხები წინასწარ უნდა გადაიხადონ და მისი გრაფიკით გაწერა არ უნდა მოხდეს. მისი თქმით, ეს გარკვეულწილად დისკრიმინაციულია და პარტიებს სახელისუფლებო ძალასთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. იურისტი სასამართლო დავის დასრულებამდე ბრძანების შეჩერებას მოითხოვს, რათა მათმა საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია შეფერხებების გარეშე აწარმოოს.