„ლეიბორისტების“ საპრეზიდენტო მხარდამჭერთა დარბაზის სპიკერად ლაშა ჩხარტიშვილი დაინიშნა
„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო მხარდამჭერთა დარბაზის სპიკერად ლაშა ჩხარტიშვილი დაინიშნა. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ჩხარტიშვილის დანიშვნით პარტიის საქმიანობაში უფრო მეტად გაძლიერდება გარემოსდაცვითი პროფილი. თავად ჩხარტიშვილის განცხადებით, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა, რადგან შალვა ნათელაშვილი პოლიტიკაში დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა.