„ლეიბორისტების“ აქცია

თბილისის მერიასთან, „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის სარკებულოს  თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლაშა ჩხარტიშვილმა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ია სირანაშვილმა გამოფენა-პრეზენტაცია და ვაჭრობა-პერფორმანსი გამართეს. მათი განცხადებით, ღონისძიება თბილისის ბაზრობებსა და გარე ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ადამიანების უმძიმეს მდგომარეობას მიეძღვნა. ლაშა ჩხარტიშვილმა სიმბოლურად ქუჩის მოვაჭრის როლი შეითავსა. მისი განცხადებით, გარემოვაჭრეთა პრობლემები და ბაზრობებებზე არსებული მძიმე ვითარება 30 წელია არ მოგვარებულა.