„ლეიბორისტების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ცესკოში

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ცესკო-ში შალვა ნათელაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირეს.

რეგისტრაციისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია მათ ცესკო-ში დღეს წარადგინეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, მიხეილ ქუმსიშვილის შეფასებით, ნათელაშვილი არის კანდიდატი, რომელსაც აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და სწორედ  შალვა ნათელაშვილის მსგავსი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას.