„ლეიბორისტები“ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითხოვენ

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში პროექტი შეიტანა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოითხოვა. მშრომელთა პარტიაში ითხოვენ, გაიზარდოს საჯარიმო თანხის რაოდენობა და პირველი სექტემბრის ნაცვლად, კანონი 15 მაისს ამოქმედდეს.

პარტიის ახალგაზრდულმა ნაწილმა, ცვლილებების მოთხოვნით, აქციაც გამართა. მათი განცხადებით, თუ მთავრობა ამ ცვლილებების განხილვას არ დაიწყებს, პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ისევ შეიკრიბებიან და უფრო მასშტაბურ აქციას გამართავენ.