„ლეიბორისტები“ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

ლეიბორისტული პარტია ,კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას, დიდი ოდენობით საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკა ვარდოშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე სიმბოლურად, საწვავის 20-ლიტრიანი ავზით გამოცხადდა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნინო უტიაშვილი კი აცხადებს, რომ ლიმიტი არ გაზრდილა და თანხის ზრდა საწვავის ტარიფების ზრდას უკავშირდება.