ლეგენდების თამაში ბერლინში

გერმანიის დედაქალაქში ვეტერან ფეხბურთელთა მეთერთმეტე ტრადიციული ლეგენდების ტურნირი დაიწყო. მონაწილეთა შორის წელს პირველად საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „დინამო თბილისია“, ქართული კლუბი ა ჯგუფში ასპარეზობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა. „‪დინამო თბილისმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ ანგარიშით – 4:2 მოუგო. გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.