ბერლინში უკვე ორი დღეა, ფეხბურთის ლეგენდების ტურნირი მიმდინარეობს. ასპარეზობის პირველ დღეს, მატჩებს 10 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო. მინი ფეხბურთის ტრადიციულ ტურნირში, წელს პირველად ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული დინამო თბილისი მონაწილეობს, რომელმაც „ა“ ჯგუფში ორი შეხვედრა უკვე გამართა.
თბილისელები პირველ შეხვედრაში ლევერკუზენის „ბაიერს“ შეხვდნენ და 4:2 დაამარცხეს. ალექსანდრე იაშვილმა დუბლი შეასრულა, 1-1 კი კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.
„დინამო“ მეორე ტურის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდა და ანგარიშით 2:3 გაიმარჯვა. ️ბურთები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს.
ამ დროისთვის დინამოდან ყველაზე მეტი, სამი გოლი – ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზეა.
ოთარ გიორგაძე ბერლინიდან.