„დინამო თბილისისა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდების მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება. ფეხბურთელებმა მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართეს და საკუთარ შანსებზე ისაუბრეს. შეხვედრა თბილისური კლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მეტოქეთა რიგებში სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საქართველოს დედაქალაქს პირველად ესტუმრა. ქართულ-ნიდერლანდური დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.