ლეგენდების მატჩი პირველ არხზე 

ვეტერანი ფეხბურთელები ერთად მოედანზე. ერთი წლის შემდეგ საქართველო ლეგენდების სერიის მეორე მატჩს მასპინძლობს. ამხანაგური თამაში „დინამო არენაზე“ ცოტა ხნის წინ ანგარიშით დასრულდა. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები „ბარსელონას“ სხვადასხვა თაობის ლეგენდებს შეხვდა. მეტოქეების ვარსკვლავურ შემადგენლობაში იყო 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი რონალდინიოც. მატჩს ათი ათასობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. განსაკუთრებული ემოციები და დიდი ისტორიის მქონე გუნდის ვარსკვლავების საკუთარ მოედანზე ნახვის შესაძლებლობა – ქართველი ქომაგები დღეს კიდევ ერთი საინტერესო სანახაობის მომსწრეები გახდნენ.  დღევანდელი მატჩით ფეხბურთის ათასობით გულშემატკივრის ოცნება ახდა. ქართველი ფანები, რომლებსაც სხვადასხვა მაღალი კლასის ტურნირებსა და ჩემპიონატებზე  ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებისთვის არაერთხელ უქომაგიათ, დღეს ფავორიტების ხილვის შესაძლებლობა ტრიბუნებიდან ჰქონდათ. ლეგენდების სერიის მატჩების მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა – დაგეგმილია რომ მსგავსმა შეხვედრებმა ყოველწლიური სახე მიიღოს.