ლეგენდების მატჩი პირველ არხზე

ლეგენდების სერიის პირველ მატჩში დღეს ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და სხვა არაერთი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი. ვარსკვლავური შემადგენლობით ითამაშებს მილანის „ინტერიც“. იტალიური გრანდის რიგებში ითამაშებენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები: ლუიშ ფიგუ, ესტებან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, დიეგო მილიტო, ხუან სებასტიან ვერონი, უესლი სნეიდერი, ჟულიო სეზარი, გორან პანდევი და ივან კორდობა.

„ბათუმი არენიდან“ შეხვედრის რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო 19 საათიდან შემოგთავაზებთ.