ლეგენდარული როკ ჯგუფის, Guns N’ Roses-ის კონცერტი შეკვეთილში

18:55, 30.05.2025

ლეგენდარული როკ ჯგუფი, Guns N’ Roses-ი, დღეს ქართულ სცენაზე გამოჩნდება. ჯგუფი, პროგრამის Starring Georgia-ს ფარგლებში, ქართველი მსმენელების წინაშე შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ „ციცინათელას“ მიმდებარედ წარდგება. საფესტივალო ქალაქი თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოეწყო და მზად არის ქართველი და უცხოელი მსმენელის მასპინძლობისთვის. ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომი და მსოფლიოს ყველაზე დიდ სტადიონებსა თუ საკონცერტო დარბაზებში ჩატარებული ტურნეები. Guns N’ Roses-ი 40 წელზე მეტია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია და საქართველოშიც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

 

მსგავსი