ლეგენდარული ქართველი ფოტოგრაფისა და ალპინისტის, გურამ თიკანაძისადმი მიძღვნილი საღამო „ქოლგა – თბილისი ფოტოს“კვირეულის ფარგლებში
ლეგენდარული ქართველი ფოტოგრაფისა და ალპინისტის, გურამ თიკანაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა გუშინ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეულის ფარგლებში. ექსპოზიცია აერთიანებს მთის ფოტოგრაფიის სერიას, სადაც ადამიანი და ბუნება რთულ, ფაქიზ და მრავალშრიან კავშირშია.