ლეჩხუმში „ხვამლობა“ აღინიშნა

12:38, 08.06.2025

ლეჩხუმში რელიგიური-სახალხო დღესასწაული „ხვამლობა“ აღინიშნა. ისტორიულ ხვამლის მთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წირვა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ჩატარდა დოღიც, რომელიც ლეჩხუმელი ალეკო ჩაკვეტაძის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გასული ცხენოსნები საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი