„ლეჩხუმობა 2026“

15:32, 09.10.2026

ცაგერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ლეჩხუმობა-2026“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ბარდნალაში, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო, სადაც გაიხსენეს ეპიზოდები პოეტის ცხოვრებიდან და მიმოიხილეს მისი შემოქმედება. ქალაქ ცაგერში კი ლადო ასათიანის ძეგლი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. „მწვანე თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა, ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით, კულტურული პროგრამა წარმოადგინეს. მოეწყო ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და კულინარიული სივრცე.
„მწვანე თეატრში“ საპატიო ლეჩხუმელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპატიო ლეჩხუმელის წოდება მიენიჭა გოჩა ენუქიძეს, გოჩა ბაკურაძეს, აკაკი მდივანს, თამაზ საღინაძეს, დარეჯან საღინაძეს, დავით ყურაშვილს, კახა გასვიანს, დიმიტრი ალავიძეს და მამა ილარიონს. სახალხო დღესასწაული ჯგუფ „ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს პირველი ლედი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი