ლეჩხუმის მუსიკალური მემკვიდრეობა

21:55, 25.10.2026

ხვამლის მთის ძირში, სოფელ ქორენიშში, ადგილობრივი ტრადიციული მუსიკის რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. წლების წინ წამოწყებული იდეა მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებად იქცა, რომლის მიზანიც მივიწყებული პოლიფონიური ნიმუშების მოძიება, გაცოცხლება და პოპულარიზაციაა. ფესტივალში ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, უცხოელი შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის ფრანგული ანსამბლი, რომლისთვისაც ქართული მრავალხმიანობა მთავარი შთაგონებაა.

მსგავსი