საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ.
ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი დამნაშავედ სცნეს და ორ ნაწილად გაყოფილი სასჯელი გამოუტანეს. ორი წელი მკაცრი და ორი წელი პირობითი სასჯელი – ასე ფორმულირებული ვერდიქტი, რომელსაც თან ხუთი წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევაც ერთვის. „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ევროპარლამენტში მუშაობის დროს გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ სცნეს. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ფინანსური რესურსები ლე პენმა პარტიული საქმიანობისთვის გამოიყენა.
თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს თავად ბრალდებული. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს. ცალკეული ევროპელი ლიდერები განაჩენს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ.