სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა დაუშვებლად ცნო. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის, გირაოთი შეცვლას სთხოვდა. დაკავებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზებს დამატებითი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ გაეცნობიან.
პარალელურად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო, რაც ლაზარე გრიგორიადისისთვის მისი ნების საწინააღმდეგოდ თმის შეჭრის ფაქტს უკავშირდება.
ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა. გამოძიება 7-9 მარტის აქციების მონაწილეს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავება.