ლავროვის უწყების განცხადება და გამოხმაურება

რუსული საოკუპაციო ძალების გახშირებულ უკანონო მოქმედებებში კრემლი საქართველოს ადანაშაულებს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ლავროვის უწყება საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებზე შეშფოთებას გამოთქვამს და ოფიციალურ თბილისს თემის პოლიტიზებაში ადანაშაულებს. ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არსებული ვითარება ადასტურებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების სწრაფად დაწყების მნიშვნელობას, საზღვრის დემილიტარიზაციისა და დემარკაციის, ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით.

კრემლის პოზიციას უკვე გამოეხმაურნენ თბილისში.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.

დატოვე კომენტარი