ლავროვის და მედოევის შეხვედრა

მოსკოვის კიდევ ერთი პროვოკაციული გზავნილი. სერგეი ლავროვმა ცხინვალის არაღიარებული ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო.

როგორც ლავროვის კომენტარიდან ირკვევა, მხარეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაზე ისაუბრეს. დღის წესრიგში იყო ჟენევის მოლაპარაკებების მოახლოებული რაუნდიც.

მედოევის რუსული ვოიაჟი თბილისში კრემლის მხრიდან არაღიარებული რეჟიმის საერთაშორისო აღიარების მორიგ მცდელობად შეფასდა.