ლავროვი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის

კავკასიის რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე აზერბაიჯანში და სომხეთში ჩადის რუსეთის პირველი დიპლომატი.

ვიზიტი ერევანში რამდენიმე საათში დაიწყება. დაანონსებული ტურნე რეგიონში დაძაბულ სიტუაციას ემთხვევა.

აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთს სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ერევანი ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნას არ დათანხმდება. რუსეთის შუამავლობით 2020 წელს გაფორმებულ შეთანხმებაში სიტყვა „დერეფანი“ საერთოდ არ არის ნახსენები – ასეთია ოფიციალური ერევნის პოზიცია. ორ ქვეყანას შორის დავის საგანია სამხედრო ტყვეებიც, რომელთა გათავისუფლებისკენ დღეს ბაქოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა.