ლატვიის სეიმის დელეგაციის ვიზიტი

ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში დისკუსია მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენელ ლევან იოსელიანთან. მანამდე აუდიენცია შედგა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან. შეხვედრაზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე ისაუბრეს.