„ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შაბათ-კვირას მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით. ბოლოდროინდელი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს.“ – განცხადებას ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სრული მხარდაჭერა ქართველების მიმართ მათ სწრაფვაში თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ“,– წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.