ლატვიაში „ლოქდაუნი“ გამოცხადდა

კოვიდრეგულაციებს ამკაცრებენ კონკრეტული ქვეყნები. ლატვიის ხელისუფლებამ 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ე.წ. ლოკდაუნი გამოაცხადა. ოთხი კვირით დაიხურება არასასურსათო მაღაზიები, რესტორნები, სკოლები და გასართობი დაწესებულებები. საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე იმოქმედებს კომენდანტის საათი. ლატვია ვაქცინირებულთა რაოდენობით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე მყოფი ქვეყანაა ევროკავშირში. ფიქსირდება ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა.