ლასკალას ორკესტრი თბილისში

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, მილანის ლასკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

თბილისში დაგეგმილ საღამოს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟრებს, სოლისტი კი ალტისტი, სიმონი დე ბრაკონი იქნება. კონცერტზე შესრულდება ვივალდის, გრიგის, ბრუხის, პენდერეცკისა და კახიძის ნაწარმოებები.

კონცერტი კახიძის ცენტრში 19:30 საათზე დაიწყება.