ლაშა ზუბიაშვილის პერსონალური გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
15:50, 18.11.2017
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა ფოტოგრაფის ლაშა ზუბიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციის თემატიკა საქართველოს კუთხეებია. ფოტოების გარკვეული ნაწილი კასპის რაიონის ტურისტულ ობიექტებს მოიცავს.
გამოფენა კასპის მერიის მხარდაჭერით მოეწყო და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.