ლაშა თორდიას ცემის საქმის განხილვა

ყოფილი მთავარი პროკურორის ბრალდების საქმის განხილვა დღეს მხარეების შესავალი სიტყვით გაგრძელდა. ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ბრალს არ აღიარებენ. საუბარია ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე.

ბრალდებულებმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს. სხდომაზე პროკურატურამ შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეომასალა, რომლითაც ფარცხალაძის და ჩოხელის ბრალეულობა დასტურდება. თუმცა ადვოკატი ამ პოზიციას არ ეთანხმება.

დაცვის მხარემ მტკიცებულებების ნაწილი დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე უდავოდ ცნო, მათ შორის ლაშა თორდიას ჩვენება და სხვა მტკიცებულებები.

საქმის განხილვა 28 მაისს გაგრძელდება.