მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძე, რომელიც წერს – „დღევანდელი ახსნების მერეც, ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა, ესე იგი საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე. ასევე ითქვა, რომ ოთხი წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმ წუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად.
შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა – „რას ჰქვია არ შეეხვეწებით“. აბა, სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა, – წერს ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში.