ლაშა ტალახაძეს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ - ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა

ლაშა ტალახაძეს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ  – ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ ძალოსანს აეროპორტში გულშემატკივრები, ახლობლები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

ლაშა ტალახაძემ აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიო ჩემპიონატზე +105 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ჩემპიონის ტიტული დაიცვა და მსოფლიო ორი რეკორდი დაამყარა.