ლაშა ტალახაძე ტოკიოდან დაბრუნდა

ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე საქართველოში დაბრუნდა. მას თბილისის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ბედნიერია ოლიმპიური ოქროს მედლის მეორედ მოპოვებისთვის. ძალოსანმა ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა, ჯამში 488 კილოგრამი დაძლია და თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

სულ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.