ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელი გახდა

18:57, 03.04.2025

სასტუმრო „ჰუალინგშიძალოსნობის ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ახალ მმართველად 55-მა დელეგატმა ერთხმად, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე აირჩია, რომელიც ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ვიცე-პრეზიდენტები კახი კახიაშვილი, ნოდარ სირბილაძე და ირაკლი თურმანიძე იქნებიან. ასევე დასახელდა ახალი გამგეობის 15 წევრი. ამ დრომდე ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, რომ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი აპრილში, მოლდოვაში გაიმართება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი