ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სხდომაზე ექსპერტი დაიკითხა. დაცვის მხარის განცხადებით, სამედიცინო ექსპერტიზაში გაუპატიურებისა და ძალადობის კვალი არ დასტურდება. ბრალდების მხარის მტკიცებით კი, დაზარალებულს სხეულზე დაზიანებები მიყენებული აქვს ბლაგვი, მყარი და ბასრი საგნებით. სახელმწიფო ბრალდება ლაშა ნაკაიძეს გაუპატიურებას, ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.